საზოგადოება
წინასწარი ინფორმაციით, საბავშვო ბაღი 10-11 წლის ბავშვებმა დაარბიეს
გუშინ სოფელ შაშიანში მომხდარ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით, შეფასება გურჯაანის მერის მოადგილეს, ნიკა გეთიაშვილს ვთხოვეთ. როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, ამ დროისთვის ბრალდებულების ვინაობა ცნობილია.

„როგორც შევიტყვეთ, სამი ან ოთხი ბავშვია საქმეში ეჭვმიტანილი. მათი ასაკი 10-11 წელია. ასე უთქვამთ, სათამაშოები დავინახეთ და შესვლა მოგვინდაო, მაგრამ ფაქტია, რომ დამტვრეული და დარბეულია ყველაფერი. რატომ მოიქცნენ ასე, ჩემთვის უცნობია. ადგილობრივებმაც იციან ამის შესახებ და პოლიციაც ფლობს ინფორმაციას. “

რაც შეეხება ზარალის ოდენობას, ჯერჯერობით უცნობია. როგორც ნიკა გეთიაშვილი ამბობს, ამჯერად მიმდინარეობს შენობის დასუფთავება და ზარალიც ამის შემდეგ დაითვლება.
„დამტვრეულია ჭურჭელი, სათამაშოები ფაქტიურად აღარ არის.
თანხებს ააიპი თავის თავზე აიღებს, ჩვენ კი შემდეგ ამ ზარალს ავუნაზღაურებთ. მუნიციპალიტეტის მერია ფიქრობს, რომ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. გვინდა სათამაშოები შევაგროვოთ. პირადად მე, დივიდი უნდა ვაჩუქო, რადგან დამტვრეულია.“

მერის მოადგილე ამბობს, რომ სასწავლო პროცესი არ შეფერხდება და 17 სექტემბრისთვის ბაღი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.
speqtri.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. აღნიშნულ უწყებაში განმარტეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მდებარე საბავშვო ბაღი გუშინ გვიან ღამით დაარბიეს. ამის შესახებ თანამშრომლებმა დილით შეიტყვეს. ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია დარაჯი.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გუშინ, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარის ოფიციალურ გვერდზე
გავრცელდა წერილი, სადაც სოფელ ომალოს მკვიდრი ელიზბარაშვილს
დახმარებას სთხოვდა.
გუშინ, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა წერილი, სადაც სოფელ ომალოს მკვიდრი ელიზბარაშვილს დახმარებას სთხოვდა.
16:56 / 19.11.2018
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, „რა ? სად? როდის?“ მე-13 სასკოლო
სერიის მეოთხე, ბოლო შესარჩევი ტური გაიმართა.
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, „რა ? სად? როდის?“ მე-13 სასკოლო სერიის მეოთხე, ბოლო შესარჩევი ტური გაიმართა.
15:42 / 19.11.2018
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. "შავ სიაში" მყოფ Vivus-ის მომხმარებლებს დავალიანება არ ჩამოეწერებათ. მინისტრის ინფორმაციით, ვალის განულების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თავად აღნიშნულმა კომპანიამ თქვა.
15:21 / 19.11.2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში
მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
13:02 / 19.11.2018
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის
პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა.
11:15 / 19.11.2018
სხვა ამბები
მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
17:36 / 19-11-2018
საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს, თუ რეგიონი არ იქნება ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან და თქვენ ხართ გზის მაჩვენებლები.
16:49 / 19-11-2018
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.
13:19 / 19-11-2018
გურჯაანში პარტია "ევროპული საქართველო" 10-მდე მხარდამჭერმა დატოვა, რომლებიც კოორდინატორებად და აგიტატორებად მუშაობდნენ. ისინი "ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ.
11:01 / 19-11-2018
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.
10:49 / 19-11-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.