საზოგადოება
მარჯანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზე 146 998 ლარი დაიხარჯება
ქალაქ გურჯაანში, მარჯანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ვლადიმერ მუსალბიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები და დაზიანებული ბორდიულების დემონტაჟი.
„მოხდება დაზიანებული გზის ასფალტის ფენის აღდგენა. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 146 998 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს "ქვენიფნელი" ასრულებს. პროექტი დაფინანსდა რეგიონული ფონდიდან . “

მისივე თქმით, სამუშაოები 15 აგვისტოს დაიწყო და 28 სექტემბერს დასრულდება.




| Print |
FaceBook Twitter Google