საზოგადოება
პანკისში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ
პანკისის ხეობის მოსახლეობა დღეს დუისის კულტურის ცენტრში შეიკრიბა და დაახლოებით ერთსაათიანი მოპალარაკების შემდეგ "ხადორი 3" ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაანონსა.
მათი განცხადებით,გუშინ დუისის პოლიციის განყოფილების უფროსისგან გაფრთხილება მიიღეს, რომ ჰესის მშენებელობას ხელი არ უნდა შეუშალონ.

"ჩემთან მოვიდა დუისის პოლიციიის უფროსი და მითხრა, რომ ჰესის მშენებლობის გაგრძელებას აპირებდნენ, რაშიც ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ. ეს საუბარი უფრო თხოვნას გავდა. თუმცა მე ვარ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი და დღეს გადავწყვეტთ თუ როგორი იქნება ჩევნი სამომავლო გეგმა. "- განაცხადა თამაზ ბაღაკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების მიუხედავად შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პანკისი / ჰესი /