საზოგადოება
გიორგი სხვა დროსაც არაერთხელ დაკარგულა - რას ყვება 16 წლის გიორგი კვეიძის მამა
გურჯაანში 16 წლის გიორგი კვეიძის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. მამის, ფრიდონ კვეიძის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და მოზარდი არაერთხელ დაკარგულა.
ოჯახი ლანჩხუთიდანაა.

-„გურჯაანში ვიყავით, მეუღლემ წამოიყვანა გიორგი 2 სექტემბერს სასადილოში და იქიდან გაეპარა. ერთი შვილი მყავს, მინდა ყველას ვთხოვო დამეხმაროს მოძებნაში. მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, ავდგები და ფსიქიატრიულ საავადმყოფში მივიყვან, იქ მიხედონ და უმკურნალონ. სხვა დროსაც დაკარგულა, ყველაზე ბევრი 10 დღით, ეს ალბათ მეოცე შემთხვევაა. ქუჩა-ქუჩა ათევდა ხოლმე ღამეს და მერე პოლიციას მოჰყავდა. ვერ საზღვრავს, სად დადის და რას აკეთებს. არ ვიცი, სად შეიძლება წასულიყო.“-ამბობს ფრიდონ კვეიძე.

16 წლის გიორგი კვეიძე სახლიდან 2 სექტემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

| Print |
FaceBook Twitter Google