საზოგადოება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე ხუთ მუზეუმს 3486 ვიზიტორი ეწვია
გურჯაანის მუნიციპალიტეტეტში მდებარე ხუთ მუზეუმს, რომელიც საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დაქვემდებარებაშია, 2018 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 3486 ვიზიტორი ეწვია, აქედან ყველაზე მეტი- 1815 დიდების საბრძოლო მემორიალს.
-"როგორც მოგეხსენებათ, მთლიანად ქვეყანაშია მომატებული ტურისტების რაოდენობა. დადებითი ტენდენცია ჩვენს მუზეუმებზეცაა ასახული. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ჩვენი მუზეუმების პოპულარიზაციას, რისთვისაც გაერთიანებაში არსებული ოთხი მუზეუმისა და ერთი სახლ-მუზეუმის შესახებ, ესენია ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი, იოსებ ნონეშვილის მუზეუმი,სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე გიორგი მაისურაძის მუზეუმი, ასევე დიდების საბრძოლო მემორიალზეც დავამზადეთ საიმიჯო ვიდეორგოლები, რომელიც სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ვიმედოვნებთ, რომ ვიზიტორთა ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მოიმატებს დამთვალიერებლების რაოდენობა. “- აღნიშნა გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის მოადგილე ხათუნა ბუზალაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google