საზოგადოება
კაჭრეთში, სასტუმრო ამბასადორში, ცესკოს სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, ადმინისტრაციული რესურსების, საბიუჯეტო თანხების გამოყენების აკრძალვისა და საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის შესახებ კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში", სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ორი დღის განმავლობაში ისინი მიიღებენ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებში მათი უფლებების შესახებ, რაც საშუალებას მისცემთ ჰქონდეთ ერთგვაროვანი მიდგომა, საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით.

ცესკოს ინიციატივითა და სწავლების ცენტრის ჩართულობით, სამუშაო შეხვედრა ხვალ დასრულდება.


| Print |
FaceBook Twitter Google