საზოგადოება
გურჯაანში მეღვინე-მევენახეობის სკოლა გაიხსნება
ქალაქ გურჯაანში, კავკასიის უნივერსიტეტი მეღვინეობის სკოლას გახსნის. მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, სასწავლებელი სტუდენტებს სავარაუდოდ 2020 წლისთვის მიიღებს.

„კავკასიის უნივერსიტეტმა გადაწყვიტა გურჯაანში მეღვინე-მევენახეობის სკოლა გახსნას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. თავდაპირველად მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი იქნება, შემდეგ კი აგრომიმართულებით სხვა სპეციალობებიც დაემატება. სწავლის მსურველებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ. ლექციებს თბილისიდან და უცხოეთიდან მოწვეული ლექტორები ჩაატარებენ. “

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სკოლის ასაშენებლად ადგილის შერჩევა მიმდინარეობს. სტუდენტების მიღება კი საქართველოს მასშტაბით მოხდება.



| Print |
FaceBook Twitter Google