საზოგადოება
მართვის მოწმობის ტესტებს ეკომართვის 51 ბილეთი დაემატა
მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ტესტებს 30 სექტემბრიდან ეკომართვის საგამოცდო ბილეთები დაემატება. ბრძანებას ხელი შინაგან საქმეთა მინისტრმა 31 აგვისტოს მოაწერა.

უწყების ინფორმაციით, ეკო-მართვის საგამოცდო ტესტები ხელს შეუწყობს მომავალი მძღოლების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. მას შემდეგ რაც საქართველოში მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებს ეკოლოგიის შესახებ 51 საკითხი დაემატება, ბილეთების საერთო რაოდენობა 1792-მდე გაიზრდება. გარდა თეორიისა რთულდება პრაქტიკული გამოცდაც. მოქალაქეები მას რეალურ სივრცეში-ქუჩაშიც ჩააბარებენ.




| Print |
FaceBook Twitter Google