საზოგადოება
გურჯაანში პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელ ვ.მ.-ს და მოქალაქე ზ.თ.-ს შორის, გუშინ, დღის პირველ ნახევარში, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. ისინი speqtri.ge-სთან საუბარში ჰყვებიან, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას წინ შელაპარაკება უძღვოდა.

-“ბევრი ხალხი მოგროვდა, პოლიციელს ძლივს იჭერდნენ. მერე იარაღი ამოიღო და დაიყვირა, გაიარეთ, თორემ გესვრითო. არ ვიცი ვინ არიან, რა მოხდა და ვინ ტყუოდა, უბრალოდ ამ ამბავს შევესწარი.“ -ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი ჩვენთან საუბარში, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.

ფაქტს ადასტურებენ სხვა თვითმხილველებიც.

ჩვენი ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ. დეტალებისთვის speqtri.ge უწყების პრესსამსახურს დაუკავშირდა. დამატებით ინფორმაციას პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით.


| Print |
FaceBook Twitter Google