საზოგადოება
გურჯაანში იდეების კონკურსთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
13 სექტემბერს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველო", შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, იდეების კონკურსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, იუსტიციის სახლში გაიმართება. როგორც ჩვენთან საუბარში ახალგაზრდული საბჭოს ხელმძღვანელმა მარიამ ბაწელაშვილმა განაცხადა, კონკურსის თემაა: ხელოვნება სოციალური ცვლილებებისთვის, გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები, დადებითი სოციალური ცვლილებები და "შეცვალე შენი ქალაქი”

„ეს არის ერთ - ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით და მცირე გრანტებს გასცემს. ეს საგრანტო პროექტი ახალგაზრდული მიმართულების არის.თუ გაქვს იდეა და კრიტერიუმებს დააკმაყოფილებ, გრანტს მოგცემენ. სწორედ ამასთან დაკავშირებით ვმართავთ საინფორმაციო შეხვედრას. “



| Print |
FaceBook Twitter Google