საზოგადოება
პირველი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკის გამოყენება აიკრძალება
პირველი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკის გამოყენება ეტაპობრივად აიკრძალება, 2019 წლის აპრილიდან კი მისი წარმოება, იმპორტი და გაყიდვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პლასტიკის პარკების აკრძალვას გარემოს დაბინძურების შემცირებით ხსნის. მინისტრი განმარტავს, რომ პლასტიკის პარკი, თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება ბიოლოგიურ დეგრადაციას, გარემოში მის დაშლას კი 100 წელზე მეტი სჭირდება.

“პლასტიკის პარკები, ერთჯერადად მოხმარებისთანავე, გადაიქცევა ნარჩენად, ხვდება გარემოში და საბოლოოდ იწვევს გარემოს (ნიადაგის/წყლის) დაბინძურებას. პლასტიკის ნაწარმის მოხმარების ზრდასთან ერთად, პრობლემის მასშტაბები მუდმივად მზარდია. არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ პლასტიკის ნარჩენების სრული გადამუშავება ვერ ხდება,” – აცხადებს ლევან დავითაშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google