საზოგადოება
იყალთოს აკადემიაში განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა
იყალთოს აკადემიაში განათლების სისტემის რეფორმა საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა წარუდგინეს.
რეფორმა კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს განათლების ყველა მიმართულებით, ესენია: სკოლამდელი,ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

,,საქართველო დგას უმწვავესი გამოწვევების წინაშე, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ყველაზე ღირსეული პასუხი ამ გამოწვევაზე არის ჩვენი განათლების სექტორის ფუნდამენტალური და ძირეული რეფორმა. ის, რომ განათლების სექტორი გახდეს დომინანტი მთავარი ეკონომიკური სექტორი ჩვენს ეკონომიკაში. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი რეფორმა, რომელიც გულისხმობს რეფორმის გატარებას ხუთ დონეზე.“-განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, განათლების სისტემის რეფორმა 2018 წლიდან დან 2023 წლამდე განხორციელდება.


| Print |
FaceBook Twitter Google