საზოგადოება
„კომისიების წევრების სია სუს-ში, საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის ოთახში იწერება“
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიების დასაკომპლექტებლად 306 წევრი აირჩია, რომლებიც 51 უბანზე გადანაწილდებიან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თემურ ბუწაშვილის თქმით, კომისიის წევრები სუს-ის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ გადაცემული სიებით დაკომპლექტდა.
„ 51 უბანზე სულ 306 წევრი შეირჩა. აქედან გადამოწმებული ინფორმაციით 90 პროცენტს შეადგენენ: საჯარო მოხელეები, მათი ოჯახის წევრები, სკოლის და ბაღის პედაგოგები, ააიპებ-ის თანამშრომლები, ჩინოვნიკების მეუღლეები და ა.შ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდდამხოლოდ ადმინისტრაციულ რესურსს ენდობა, რომლებიც მათ მიმართ პირდაპირ ანგარიშვალდებულები არიან. ამ ადამიანების ყოფნა საუბნო საარჩევნო კომისიებში ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უპირობოდ ემზადება არჩევნების გასაყალბებლად. მე თვითონ ვესწრებოდი საოლქო სხდომას და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უკლებლივ ყველა წევრს, გარდა ოპოზიციური პარტიებისა, ჰქონდა სამუშაო სიები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საკრებულოს თავმჯდომარის და მერის ოთახში იწერება. კომისიის წევრებს გამზადებული სიები ელაგათ, სადაც იმ ადამიანების გვარი და სახელები ეწერა, ვინც უნდა აერჩიათ. “

#12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ კომისიის წევრები პროფესიული ნიშნით და გამოცდილების მიხედვით შეირჩნენ.
„ კანონმდებლობის შესაბამისად გამოცხადდა კონკურსი, სადაც სულ 475 განაცხადი შემოვიდა. 11 სექტემბერს საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა სხდომა, სადაც სახელობითი კენჭისყრით ხმათა უმრავლესობით შერჩეული იქნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. თითოეულ უბანზე ექვსი წევრი. მათი არჩევა მოხდა პროფესიული ნიშნით და საარჩევნო გამოცდილების მიხედვით. გათვალისიწნებული იქნა მათი ჩართულობა მონაწილეობა იმ პროექტებში, რომელსაც საოლქო კომისია ახორციელებს. კანონი არ კრძალავს, რომ საჯარო მოხელე იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. მე ვერ გეტყვით რა გახდა იმ მოსაზრების საფუძველი, რომ სიები უშიშროების მიერ იყო წარდგენილი. ჩვენ გვქონდა იმ 475 მსურველის მონაცემები, ვინც დარეგისტრირებული იყო. სამუშაო ვერსია გადაეცათ როგორც ოლქის მუდმივ წევრებს, ასევე ყველა პარტიის წარმომადგენლებს, რათა გაეკეთებინათ ჩანიშვნები, თუ ვისზე შეიძლებოდა მათი არჩევანი შეჩერებულიყო.“

ბრალდებას უარყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე და ამბობენ, რომ ამ ინფორმაციას საფუძველი არ გააჩნია. შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები მუშაობას არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე 28 სექტემბრამდე დაიწყებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გუშინ, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარის ოფიციალურ გვერდზე
გავრცელდა წერილი, სადაც სოფელ ომალოს მკვიდრი ელიზბარაშვილს
დახმარებას სთხოვდა.
გუშინ, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა წერილი, სადაც სოფელ ომალოს მკვიდრი ელიზბარაშვილს დახმარებას სთხოვდა.
16:56 / 19.11.2018
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, „რა ? სად? როდის?“ მე-13 სასკოლო
სერიის მეოთხე, ბოლო შესარჩევი ტური გაიმართა.
გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში, „რა ? სად? როდის?“ მე-13 სასკოლო სერიის მეოთხე, ბოლო შესარჩევი ტური გაიმართა.
15:42 / 19.11.2018
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. "შავ სიაში" მყოფ Vivus-ის მომხმარებლებს დავალიანება არ ჩამოეწერებათ. მინისტრის ინფორმაციით, ვალის განულების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი თავად აღნიშნულმა კომპანიამ თქვა.
15:21 / 19.11.2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში
მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
13:02 / 19.11.2018
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის
პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა.
11:15 / 19.11.2018
სხვა ამბები
მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
17:36 / 19-11-2018
საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს, თუ რეგიონი არ იქნება ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან და თქვენ ხართ გზის მაჩვენებლები.
16:49 / 19-11-2018
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.
13:19 / 19-11-2018
გურჯაანში პარტია "ევროპული საქართველო" 10-მდე მხარდამჭერმა დატოვა, რომლებიც კოორდინატორებად და აგიტატორებად მუშაობდნენ. ისინი "ქართულ ოცნებას" შეუერთდნენ.
11:01 / 19-11-2018
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცედურების 24:00 საათამდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.
10:49 / 19-11-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.