საზოგადოება
„თელავის დემოკრატიის სკოლამ “ მსმენელების მიღება დაიწყო
„თელავის დემოკრატიის სკოლამ " 2018 წლის სასწავლო კურსისათვის მსმენელების ახალი ნაკადის მიღება დაიწყო.

სკოლის კოორდინატორმა ნიკოლოზ შარვაშიძემ გურჯაანის მერიის შენობაში პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საჯარო მოხელეები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ნიკოლოზ შარვაშიძის თქმით, სკოლაში სწავლა უფასოა და ხუთთვიან კურსს მოიცავს.
„ აღნიშნული კურსი განკუთვნილია საჯარო მოხელეებისთვის, პოლიტიკური პარტიის წევრებისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, სტუდენტებისთვის და ა.შ. ეს არის არაფორმალური განათლების ხუთთვიანი ინტენსიური პროგრამა, სადაც მსმენელები სწავლობენ სხვადასხვა საკითხებს პოლიტიკის შესახებ. ზოგადად იმ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე მიმდინარეობს სემინარები რაც დღეს ქართულ პოლიტიკაშია მნიშვნელოვანი.“

თელავის დემოკრატიის სკოლაში მისაღებად მსურველებს აპლიკაციის შევსება 23 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ. დამატებითი ინფორმაციის მიღება ოფიციალურ ვებ გვერდზე www. eecmd.org არის შესაძლებელი.



| Print |
FaceBook Twitter Google