საზოგადოება
ყვარლის მკვიდრმა 25 წლის ქალმა, რომელსაც ოჯახი ეძებდა, საქართველო დატოვა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურეს მკვიდრმა, 25 წლის ასიათა საიდოვამ, რომელსაც სამართალდამცველები ეძებდნენ, საქართველოს საზღვარი გადაკვეთა.
მისი დაკარგვის შესახებ პოლიციას ოჯახმა ოთხი დღის წინ მიმართა.

მათი თქმით, ის სახლიდან მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ წავიდა, ამავე მიზეზით ქალმა თვითმკვლელობაც სცადა. თუმცა როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ძალადობის ფაქტზე პოლიციისთვის არავის უცნობებია.

| Print |
FaceBook Twitter Google