საზოგადოება
სოფელ კარდენახში ხატებს მირონი სდის
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, კოკოლიშვილების ოჯახში, ხატებს მირონი სდის. ოჯახის წევრების თქმით, უკვე რამდენიმე დღეა მირონს ბოთლში ინახავენ.
მირონმდინარე ხატები მეზობლებმაც მოინახულეს.

როგორც მამა მარკოზ შაკიაშვილი ამბობს, მსგავსი შემთხვევები ხშირია.

-„როდესაც ასეთი რამ ხდება, საზოგადოება თვლის, რომ აუცილებლად სასწაულთან გვაქვს საქმე. მე ვერ გეტყვით, ეს ღვთისგანაა თუ ბოროტისგან. უნდა გამოიკვლიონ, მართლაც ის ნივთიერებაა თუ არა, რაზეც ოჯახი საუბრობს. ამით არ უნდა მოიხიბლო, ჯობია შენში სინანული და ღმერთთან სიახლოვე ეძიო. ამ ყველაფერს რომ ყურადღება მიაქციოს ადამაინმა, შეიძლება დაიბნას.“

აღნიშნულ საკთხზე შეფასება ვთხოვეთ გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარს მამა ილიას.

-„რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, ამის შეფასებისგან თავს შევიკავებ. ხომ შეიძლება ეს ფაქტი იმის ნიშნად მივიღოთ, რაც ჩვენს თავს ხდება. შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, თავდადებისკენ პატიოსნებისკენ, ერთგულებისკენ. სწორედ ამას ქადაგებს დედა ეკლესია, ამას გვეუბნება ჩვენი პატრიარქი, ამას მოგვიწოდებენ წმინდა მამები. ესაა მთავარი, თორემ ის კი არა რომ ხატს მირონი სდის. არ ვიცი, რატომ სდის, მაგრამ კარგია, რომ ასე ხდება. ვერ გეტყვით, ეს სასწაულია თუ არა, მაგრამ საწაული ის არის, რომ ადამიანი დაიბადა, ერთი პატარა ხორცისგან დგება დიდი ადამიანი. მთავარი ისაა, რა ცნობიერებით რა გულითა და ზნეობით შეუდგება თავის ცხოვრებას , ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.“

| Print |
FaceBook Twitter Google