საზოგადოება
„ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს
„ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალის უფროსად ალექსანდრე ყვირალაშვილი დაინიშნა. მან უფლებამოსილების შესრულება დღეიდან დაიწყო.

ცნობისთვის ალექსანდრე ყვირალაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა და თანამდებობიდან 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს. მანამდე კი, ის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.

| Print |
FaceBook Twitter Google