საზოგადოება
ჩალაუბანში, მელაანსა და არაშენდაში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, ჩალაუბანსა და არაშენდაში სპეციალური კომისია სეტყვისგან მიყენებულ ზარალს დღეს დილიდან ითვლის.
-„ზარალის ოდეობას ჯერ ვერ გეტყვით,რადგან კომისია ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს. ყურძნის ჩაბარების პროცესში გვერდში დაგვიდგება რთვლის შტაბიც. რა ზარალი მიაყენა მოსახლეობას სეტყვამ დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.“- განუცხადა speqtri.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გუშინ საღამოს მოსულმა სეტყვამ ვენახები, მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნაწილი გაანადგურა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სეტყვა / სტიქიაა /