საზოგადოება
კახეთში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, 3 სიჩქარის მზომი წერტილოვანი რადარი ამოქმედდა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, სოფელი ვარდისუბნისა და სოფელი ნასამხარალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.
ასევე სრული დატვირთვით ამოქმედდა დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა . 

დღეის მდგომარეობით,  საქართველოს მასშტაბით, 550 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს, მათ შორის, 306 ნომრის ამომცნობი და 244 ზოგადი ხედვის კამერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული რეფორმების მიზანია საქართველოს გზებზე მაქსიმალური უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა.

მათივე ინფორამციით, ეროვნული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები ეტაპობრივად უკვე აისახა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებში, კერძოდ, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ პირთა რაოდენობა 36%-ით შემცირდა, დაშავებულ პირთა რაოდენობამ კი 5%-ით იკლო.


| Print |
FaceBook Twitter Google