საზოგადოება
თელავში "არტარეა ფესტივალის" დასკვნითი ღონისძიება გაიმართება
პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, "არტარეა ფესტივალი" საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას ასრულებს. 22 სექტემბერს თელავში, ნადიკვრის პარკში ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება - ექსპერიმენტული მუსიკისა და ფოლკის ინტერაქცია - პროექტი "სხვა კუთხით" ჩატარდება.
"სხვა კუთხით" კოლაბორაციული პროექტია, რომლის იდეა ტრადიციული მუსიკის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, 3 მუსიკოსი - ბენ უილერი, Tete Noise და ვაჟა მარი კახეთის ორ ფოლკლორულ ანსამბლთან - "პანკისთან" და "თელავთან" ერთად ამ პროექტის შექმნაზე მუშაობდა.

ღონისძიებაზე ხალხური სიმღერები სპეციალური თანმიმდევრობით შესრულდება, თითოეული სიმღერის შემდეგ კი ტრადიციული მუსიკის ელემენტებით გაჯერებული ექსპერიმენტული კომპოზიციები გაჟღერდება. ერთი და იმავე კომპოზიციას, ერთ სცენაზე ყველა მუსიკოსი სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოადგენს. პროექტის მიზანია ხაზი გაესვას ტრადიციის მნიშვნელობას, მის დაცვასა და ახალ შემოქმედებით პოტენციალს.

"არტარეა ფესტივალმა" სტარტი 23 ივნისს რუსთავში აიღო და 6 რეგიონში 6 სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი ბანკი. 







| Print |
FaceBook Twitter Google