საზოგადოება
გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართში გადაიყვანენ
11 სექტემბრიდან ძალაში შევიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვის წესი.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, გარევაჭრობა დაშვებულია მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ქალაქ გურჯაანისა, დადგენილებით განსაზღვრული ადგილებიდან 20-მეტრიანი რადიუსის დაშორებით.
speqtri. ge დაინტერესდა გააფრთხილეს თუ არა გარემოვაჭრეები აღნიშნულთან დაკავშირებთ? - ამის გასარკვევად მერიის ზედამხედველობის სამსახურს მივმართეთ.

როგორც ჩვენთან საუბარში მერიის იურიდიული სამსახურის, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების უფროსმა რამაზ ქიტიაშვილმა აღნიშნა, ამ დროისათვის ალტერნატიული ფართის მოძიება მიმდინარეობს.
„როდესაც გარევაჭრობის წესი შევიდა ძალაში, მაშინ აღვნიშნეთ, რომ ისინი უნდა განგვეხორციელებინა ერთი კვირის ვადაში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ვითვალისიწნებთ ამ ხალხის ინტერესებს, არ გვინდა მათი ულუკმაპუროდ დატოვება, ასე ვთქვათ, ერთი ხელისაღებით ვერ ავუკრძალავთ დგომას. ამ დროისთვის დაწყებულია მოლაპარაკება აგრარულ ბაზართან, პარალელურად, ვმუშაობთ ალტერნატიული ფართის მოძიებაზე. როგორც კი გამოჩნდება ტერიტორია, მოვახდენთ გარემოვაჭრეების ალტერნატიულ ფართში გადაყვანას.“

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობის რეგულირების წესის შესახებ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამარათალდარღვევათა კოდექსის მიხედვით გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, აკრძალულია და გამოიწვევს პირის დაჯარიმებას.

| Print |
FaceBook Twitter Google