საზოგადოება
ცოფის შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მსხვილფეხა პირუტყვს ცოფი გამოუვლინდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ადგილზე შესაბამისი ღონისძებები გაატარა.
-„ჩვენმა სააგენტომ ადგილზე ჩაატარა ცოფის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია. ზოგადად, კახეთის რეგიონში ცოფის შემთხვევებს მასობრივი ხასიათი არ აქვს. სისტემატურად ტარდება პროფილაქტიკური, პრევენციული ღონისძიებები. მუდმივად ხდება მოსახლეობის ინფორმირება ცოფთან დაკავშირებით. ტარდება როგორც პროფილაქტიკური ვაქცინაცია, ასევე შემთხვევის დაფიქსირების დროს სავალდებულო აცრები“- აღნიშნა speqtri.ge-სთან სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა შველიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჩუმლაყი / ცოფი /