საზოგადოება
საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

უწყების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსი იქნება. 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 5 ოქტომბრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს.

3 – 4 ოქტომბერს ზოგან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში დღეს და ხვალ, შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსი იქნება. 3 – 4 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია, იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი და +26, +28 გრადუსამდე დათბება.


| Print |
FaceBook Twitter Google