საზოგადოება
კომისიამ გურჯაანში მერის წარმომადგენელი ვერ შეარჩია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში შვიდ ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.

მერიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის ხატია ზაკალაშვილის განმარტებით, აპლიკანტები მხოლოდ ორ ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნენ.
„გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში უფროს სპეციალისტად დაინიშნა მიხეილ ოსოშვილი, ხოლო ჩუმლაყსა და სოფელ ყიტაანში მერის წარმომადგენელად - ზაზა რუაძე, რომელიც უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას. გარდა ამისა, შეირჩნენ კანდიდატები მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ორ პოზიციაზე. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მერის გადაწყვეტილებით ბრძანება თოთხმეტ დღეში უნდა დაიწეროს, მათ ვინაობას ახლა ვერ გავასაჯაროებთ.“

ხატია ზაკალაშვილის განცხადებით, სამ პოზიციაზე, მათ შორის, ქალაქ გურჯაანის მერის წარმომადგენლის საშტატო ერთეულზე, კონკურსი ჩაიშალა, რომელიც ხელმეორედ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კონკურსი / მერია /