საზოგადოება
გზის რეაბილიტაცია სოფელ კარდენახშიც შეჩერებულია
რამდენიმე დღეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში სასაფლაოსთან მისასვლელი გზისა და ცენტრალური გზიდან უბანში ჩასასვლელების მოასფალტების სამუშაოები შეჩერებულია.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ამხანაგობა კავთას“ წარმომადგენლები სოფელში აღარ გამოჩენილან. ჩვენი ინფორმაციით, რეაბილიტაციის დროს დასაქმებულებს კუთვნილი ხელფასიც არ აუღიათ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერისთვის მიზეზი უცნობია, რადგან ამ დროისთვის საქმის შესწავლა მიმდინარეობს.

-„ტენდერი გამოცხადებული იყო 742 000 ლარზე, კომპანიამ კი 555 000 ლარად მოიგო. „ამხანაგობა კავთას“ ჰქონდა დაგვიანებები, გადაცდომები, მაგრამ სერიოზული არაფერი. სამუშაოები ალბათ ოთხი დღეა, რაც შეჩერდა. ზედამხედველობის სამსახურს შედგენილი აქვს ოქმები და დაჯარიმებები. ვერკევით სიტუაციაში, ველოდებით კომპანიის მფლობელს, აგვიხსნას რატომ შეჩერდა სამუშაოები. იმედს ვიტოვებთ, რომ „ბილდინგ დეველოპმენტ გრუპივით“, რომელიც ვეჯინში, ჩუმლაყსა და ახაშენში გზის რეაბილიტაციას ახორციელებდა, არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი არ აღმოჩნდება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ხარისხი და არავის ვაპატიებთ სამუშაოების ბოლომდე არმიყვანას. რაც შეეხება დაქირავებული მუშების ხელფასს, ეს ჩვენ პრეროგატივას სცილდება. კომპანიისთვის ავანსი წინასწარ გვაქვს მიცემული. კანონის თანახმად, მშენებელს ყველაფერი წინასწარ უნდა გაეთვალა. თუ „ამხანაგობა კავთა“ ვალდებულებებს არ შეასრულებს, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ.“- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.

ხელშეკრულების თანახმად, რეაბილიტაცია 27 ივლისს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, ამ დროისთვის კი კომპანიას დაახლოებით სამუშაოების 50%-60% აქვს შესრულებული.

აპირებს თუ არა სამუშაოების გაგრძელებას „ამხანაგობა კავთა“ და რატომ შეაჩერა რეაბილიტაცია, ამის გარკვევას თავად კომპანიაში შევეცადეთ, თუმცა დამფუძნებელს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები, მასალები და არა სუს-მა, შსს-მ
ან პროკურატურამ, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სუს-ის
უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების
საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.
გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები, მასალები და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.
16:53 / 18.12.2018
“ვფიქრობ, რომ ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები,
გარკვეულ შემთხვევებში მათ შორის, აქციის მონაწილეების ქმედებებიც
გასცდა მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების ფორმებსა და ფარგლებს” –
ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში მათ შორის, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გასცდა მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების ფორმებსა და ფარგლებს” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
13:23 / 18.12.2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-20 დეკემბერს დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო
ამინდი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-20 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
12:21 / 18.12.2018
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე, რომელიც დაახლოებით ერთი საათის წინ გურჯაანში დააკავეს, სავარაუდოდ კახეთის პოლიციის დეპარტამენტში გადაჰყავთ.
17:47 / 17.12.2018
რამდენიმე წუთის წინ გურჯაანში
რამდენიმე წუთის წინ გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს. ის საავადმყოფოში ველისციხის ინცინდენტის დროს მომხდარი ინცინდენტისას დაშავებული აქტივისტის მოსანახულებლად იმყოფებოდა.
17:21 / 17.12.2018
სხვა ამბები
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 508,500,0 ლარით განისაზღვრა.
13:35 / 13-12-2018
გურჯაანის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ წიგნადი ფონდი განაახლა. ამ ეტაპზე 371 წიგნი - ძირითადად მხატვრული და საბავშვო ლიტერატურა შეიძინეს.
13:38 / 12-12-2018
ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციური დაავადებაა,რომელიც ხასიათდება უხვი თეთრი ან ნაცრისფერი არასასიამოვნო სუნის გამონადენით .ამ დროს არ აღინიშნება საშოს ლორწოვანი გარსის ანთება.ბაქტერიული ვაგინოზის დროს ზიანდება საშოს მიკროფლორა,რომლის 90%-ს შეადგენს ლაქტობაქტერიები(დედერლეინის ჩხირები).
10:56 / 11-12-2018
ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებისთვის ანიმაციური ვიდეორგოლების კონკურსს – “გაცოცხლებული სურათები” აცხადებს.
14:08 / 03-12-2018
სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა.
17:03 / 30-11-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2018 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.