საზოგადოება
სირიაში პანკისელი ოჯახის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა
34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის, 35 წლის კახა ტოხოსაშვილისა და მათი მცირეწლოვანი ვაჟის დაღუპვის გამო პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოსა და ბირკიანში ბორჩაშვილებისა და ტოხოსაშვილების ოჯახები სამძიმარს დღეს დილიდან იღებენ.
დაბომბვის შედეგად მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა დღეს ოფიციალურად დადასტურდა.

ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახით 4 წლის წინ წავიდა. მოგვიანებით კი მეუღლე და შვილიც წაიყვანა. გარდაცვლილი აღაზა ბორჩაშვილი სირიაში წასვლამდე სოფელ დუისის საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პანკისი / სირია /