საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.

უწყების ინფორმაციით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს. 9-11 ოქტომბერს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ქვეყნის ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპრატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.


| Print |
FaceBook Twitter Google