საზოგადოება
რეგიონებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ისევ ამუშავდება
2019 წლიდან რეგიონებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამები განახლდება. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განმარტებით, ამ საკითხზე პარლამენტის რეგიონული კომიტეტი უკვე მუშაობს.

„ განახლებული პროგრამით სოფლებში მხოლოდ ინფრაქსტრუქტურული პრობლემები გადაიჭრება . თითოეულ სოფელზე თანხა, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. პრიორიტეტს კი თვითონ ადგილობრივი მაცხოვრებლები აირჩევენ“

შეგახსენებთ, რომ რეგიონებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2009 წელს დაიწყო და 2016 წელს გაუქმდა.






| Print |
FaceBook Twitter Google