საზოგადოება
ორგანიზაცია "ხელი ხელს“ და ასოციაცია MTE -ს ერთობლივი პროექტი შშმ პირებისთვის დასრულდა
გურჯაანში, ორგანიზაცია „ხელი ხელსა“ და შვეიცარული ასოციაცია MTE -ს ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მათ შორის ბავშვებისა და მშობლების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.
ერთი კვირის განმავლობაში მშობლებმა შვილების მხარდაჭერისა და დახმარების შესახებ საჭირო ინფორმაციები და პრაქტიკული რჩევები მიიღეს. ბავშვებისთვის მიმდინარეობდა სხვადასხვა განმავითარებელი და შემოქმედებითი ღონისძიებები. პროგრამა შვეიცარიელი დიპლომატის, ჰეიდი ტალიავინის პატრონაჟით ხორციელდება.

პროექტის მიმდინარე ეტაპის დასრულება ქალაქ გურჯაანში ღვინის ფესტივალს დაემთხვა, ამიტომ ბავშვები ღონისძიებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ. მოამზადეს საზეიმო დეკორაციები, ნახატები, საკონცერტო ნომრები, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები, საინტერესო კულინარიული ნაწარმი, რომელსაც ხვალ ფესტივალზე წარადგენენ.



| Print |
FaceBook Twitter Google