საზოგადოება
"ნაციონალურმა მოძრაობამ" თელავში აქცია გამართა
"სარდაფის ხელისფულება", " კრიმინალური ხელისუფლება", "ივანიშვილის კრმინალური დაჯგუფება." - ამ შინარსის პლაკატებით თელავში "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია გამართა.
"ამ ქვეყანაში არის დიდი კრიმალური დაჯგუფენა, რომელიც სარდაფებში ადამიანების ჩაყვანით და წამებით არის დაკავებული. მთავრობის წარმომადგენლები გამოდიან და ამ ყველაფრის გაპრავებას ცდილობენ. დღეს თუ აქ დგას 200 ადამიანი, ხვალ ათასობით გამოვა. ეს ხელისუფლება კრიმინალური ბანდაა, რომელიც ამ შენობაშია (კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია) დაბანაკებული და ქვეყანას კრიმინალური მეთოდებით მართავენ "- განაცხადა პარტიის რეგიონული ირგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა. 

აქციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა პროტესტი გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში ხმაურით გაგრძლეს.

პარტიის წევრებმა კახეთის გუბერნატორთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ირაკლი ქადაგიშვილი ადგილზე არ დახვდათ. გიორგი ბოტკოველი გუბერნატორის მოადგილეს შეხვდა და ყოფილი გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილოს პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

ბოტკოველმა  გივი მეტრეველს ამ საქმით დაუყოვნებლივ დაინტერესებისკენ მოუწოდა. საქმე ეხება შიოლაშვილის მამის კუთვნილ მიწის ნაკვეთში მომხდარ შემთხვევას, სადაც ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google