საზოგადოება
სოფელ ლამბალოდან მოტაცებულ მეთერთმეტეკლასელ გოგონას მეოთხე დღეა ეძებენ
უკვე მეოთხე დღეა იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოდან მოტაცებულ მეთერთმეტეკლასელ გოგონას ეძებენ. სამართალდამცველებმა და ოჯახმა მის კვალს ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს.
-„ბიჭის ოჯახისგან დავადგიენთ ის, რომ გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით არის მოტაცებული. როცა გამოჩნდებიან, დეტალებს ალბათ მერე გავიგებთ. პოლციაც ეძებს და ჩვენც, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვეთ. არ ვიცით, გოგონას უყვარდა თუ არა, ნეტავ თავადაც უყვარდეს და ჩვენ პრობლემა არ გვექნება. ბიჭის ოჯახიც იძახის, არ ვიცით სად არიანო.“- აღნიშნა გოგონას ბიძამ ქაზანფარ მამედოვმა speqtri.ge-სთან საუბარში.

იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში 17 წლის გოგო 25 წლამდე ასაკის ბიჭმა საკუთარი სახლიდან მოიტაცა. შემთხვევა 12 ოქტომბერს, დაახლოებით 6 საათზე მოხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



| Print |
FaceBook Twitter Google