საზოგადოება
რეზერვისტებმა თელავში სამხედრო ფიცი დადეს
საქართველოს  თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამას ოფიციალურად იწყებს. დღეს, პროგრამის მონაწილე რეზერვისტებმა თელავის 20-ე კადრირებული ბრიგადის ბაზაზე სამხედრო ფიცი დადეს.
ღონისძიებას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ- მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მედლებით დააჯილდოეს.

ტერიტორიულ და სპეციალისტთა რეზერვში, პირველ ეტაპზე, 18-დან 50 წლამდე ასაკის კახეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მცხოვრები პირები მიიღებიან. საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
| Print |
FaceBook Twitter Google