საზოგადოება
დავით უსუფაშვილი გურჯაანელებს შეხვდა
პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი წინასაარჩევნოდ გურჯაანის მოსახლეობას შეხვდა. მან ასევე ვაზისუბანში გელა მეკოკიშვილის მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულა.

როგორც მან განაცხადა, მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ამ დროისათვის მათი მთავარი პრობლემა უსამართლობა და უიმედობაა.
„ ეს არის ორი მთავარი თემა, რისთვისაც გვჭირდება მთავრობა. მოხდა ისე, რომ ოცნებამ ყველას იმედები გაუცრუა. პრობლემა ის არის, რომ ხალხი ხედავს მათი გაჭირვებისთვის ძალიან ცოტა კეთდება და სხვების გამდიდრებისთვის კი - ბევრი. ჩემი მთავარი დაპირებაა, ქვეყანაში შევქმნათ კანონზე დაფუძნებული სამართლიანი სახელმწიფო. აუცილებელია გვყავდეს სანდო და კვალიფიციური მთავრობა ცენტრშიც და ადგილზეც. უნდა დალაგდეს პოლიტიკური სისტემა. რა ენერგია და დროც იხარჯება ერთმენთთან ჩხუბსა და პაექრობაში, პარლამენტში თუ სხვაგან, ეს ენერგია ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს.
ვპირდები მოსახლეობას, რომ ისეთ სახელმწიფოს შევქმნით, სადაც ყველას სოლიდარობის განცდა ექნება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პენსიებსა და სამუშაო ადგილებზე ფიქრი. იმედია, მოსახლეობა 28 ოქტომბერს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.“

გურჯაანის შემდეგ ის სიღნაღისა და წნორის მოსახლეობას შეხვდა.

| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.