საზოგადოება
შეხვედრა პანკისში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით
პანკისის ხეობაში, დუისის პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე "სახალხო კრებამ" მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჰესების მშენებელი კომპანიის ახალ შეთავაზებები განიხილეს. 
"სახალხო კრების კიდევ ერთხელ ჩატარების მიზანი მოსახლეობის უმრავლესობის აზრის დაფიქსირება იყო. ხეობა ჰესების აშენების წინააღდეგია, მომხრეები მხოლოდ ისინი არიან, ვისაც ბიზნეს ინტერესები აქვს. თუ მაინც შეეცდებიან აქ ჰესის აშენებას, ყველა გამოვალთ გარეთ, ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელშ, გავაკეთებთ ცოცხალ ჯაჭვს და არ მივცემთ აშენების საშუალებას"-  განაცხადა ხეობის მკვიდრმა ემზარ ტოხოსაშვილმა.

ცნობისთვის, პანკისის ხეობის მოსახლეობამ ჰესების აშენების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართა.




| Print |
FaceBook Twitter Google