საზოგადოება
გურჯაანში, შარტავას ქუჩაზე, კომპანია ასფალტს ხელმეორედ აგებს
გურჯაანში, შარტავას ქუჩაზე კომპანია „ბილდინგ გრუპმა“ ასფალტის დაგება თავიდან დაიწყო. მიზეზი ისაა, რომ უკვე დასრულებული სამუშაოები მონიტორინგის ჯგუფმა შეამოწმა და არსებული ხარვეზის გამო არ ჩაიბარა.

„ასფალტს თავიდანვე დეფექტი ჰქონდა, იყო ორმოები და დახრილობები. ეს ყველაფერი თვალნათლივ ჩანდა, ექსპერტიც არ სჭირდებოდა. შესაბამისად, მოჭრეს ზედაპირი და ველოდებით ახალი საფარის დაგებას. სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება.“-აღნშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ქალაქ გურჯაანში, შარტავას ქუჩაზე, ახლადდაგებული ასფალტი რამდენიმე დღის წინ გადათხარეს.


| Print |
FaceBook Twitter Google