საზოგადოება
გურჯაანის საოლქო ერთ საჩივარს დღეს განიხილავს
საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გურჯანის #12 საოლქო სარჩევნო კომისიაში სამი საჩივარი შევიდა.


როგორც კომისიის თავმჯდომარე მაია ჩუთლაშვილმა განაცხადა, საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის დაწერილი.
„საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შემოსულია სამი საჩივარი. ერთი ეხება უბანზე აგიტაციას დამკვირვებლის მხრიდან, მეორე საჩივარში განმარტებულია, რომ უბანზე ხმების დათვლის დროს აღმოჩნდა ბიულეტენი, რომელსაც არ ჰქონდა რეგისტრატორის ხელმომოწერა და ბეჭედი. ასევე შემოსულია საჩივარი, რომელიც დაწერილია თერთმეტ უბანთან მიმართებაში, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი ყუთის წამღების ფუნქციის შესრულებაზე.“

მისივე თქმით, უბანზე ყველა უფლებამოსილ პირს გადაეცა შემაჯამაბელი ოქმების ასლები, მათ ორდღიანი ვადა აქვთ საჩივრის დაწერისთვის. მაია ჩუთლაშვილის თქმით, ერთი საჩივრის განხილვა დღეს მოხდება.



| Print |
FaceBook Twitter Google