საზოგადოება
გურჯაანში ლიკვიდირებული ა(ა)იპ - ის თანამშრომლები იმავე ბაზაზე სხვა სამსახურში აღადგინეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებითა და საკრებულოს მხარდაჭერით ა(ა)იპ ,,ნიადაგის წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახური" მიმდინარე წლის ივლისში გაუქმდა.
სამსახურიდან 19 ადამიანი გათავისუფლდა. ორი თვის შემდეგ კი, პირველ ოქტომბერს შვიდი თანამშრომელი იმავე ბაზაზე აღადგინეს და ა(ა)იპ მუნიციპალურ სერვისს დაუქვემდებარეს.

იმავე პერიოდში რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს „მუნიციპალური სერვისიდანაც“.

-„თავიდანვე გვსურდა ლაბორატორიის შენარჩუნება და ფუნქციის გაზრდა. გვინდოდა ა(ა)იპ-ს აკრედიტაცია გაევლო და მის დასკვნას იურიდული ძალა ჰქონოდა. წყლის ანალიზების ჩატარება ბაღებსაც სჭირდებათ და ჭაბურღილებსაც. ამიტომ ლაბორატორიის არსებპბა მნიშვნელოვანია. ააიპი-ს გაუქმების გარეშე ვერ მოხერხდა ლაბორატორიის შენარჩუნება. ჯერ გაუქმდა და შემდეგ ლაბორატორია იგივე კადრებით დაკომპლექტება. ასევე, ორი თანაშრომელი დასაქმდა ჭაბურღილის ავზის დაქლორვის სპეციალისტად.“ -აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალუტეტის მერის მოადგილე ნიკა გეთიაშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნული ა(ა)იპ მიმდინარე წელს 65 000 ლარით ფინანსდებოდა, ლიკვიდაციის დროს 40 400 ლარი იყო გახარჯული, გაუქმების შემდეგ მორჩენილი თანხა კი ა(ა)აიპ მუნიციპალურ სერვისს გადაერიცხა.

| Print |
FaceBook Twitter Google