საზოგადოება
„ენმ-ს“ ბრიფინგი გურჯაანში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონულ ოფისში, პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ არჩევნების მიმდინარეობის პროცესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

თემურ ბუწაშვილმა, მადლობა გადაუხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიორგი ღვინიაშვილს და მოსახლეობას მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ მინდა გამოვეხმაურო „ევროპული საქართველოს“ ლიდერის ბატონ გიორგი ღვინიაშვილის განცხადებას, რომ მეორე ტურში ევროპული საქართველოს გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია ერთვება პროცესში -- ყველა მინუს ერთი. ვფიქრობ, ეს არის სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ წარმოუდგენელი ძალადობა მიმდინარეობს ადმინისტრაციულ რესურსზე, განსაკუთრებით სკოლის და ბაღის პედაგოგებზე. მათ ავალებენ კაბინაში შეუსვლელად დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი, რადგან ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსსაც აღარ ენდობა. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ დღეს ოპოზიციას ქვეყანაში და მათ შორის, გურჯაანში ბევრად მეტი ხმა აქვს. ამიტომ მოუწევთ ხალხის ნებას დაყვნენ და მანდატი იმ პოლიტიკურ გაერთიანებას ჩააბარონ, რომელიც დღეს ბევრად მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში. მეორე ტური არის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. მოვუწოდებ ყველას, არ დაიზაროთ, თითოეული ჩვენგანი მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს ნებისმიერი არჩევანი, ოღონდ არა სალომე ზურაბიშვილი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საერთო გამარჯვების ავანგარდში, გურჯაანი მნიშვნელოვან პოზიციაზე იქნება.“

ბრიფინგს პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მედიასაშუალებები ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google