საზოგადოება
არჩილ ხანდამაშვილმა მოსახლეობას ათი თვის ანგარიში წარუდგინა
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მოსახლეობას მუშაობის ათი თვის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, მერისთვის კითხვები დაესვა.


არჩილ ხანდამაშვილმა შესრულებულ და მომავალში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
„ მოსახლეობას 2018 წლის განვლილი პერიოდის ანგარიში ჩავაბარე. განვიხილე რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში, რა იყო დაგეგმილი და რა შევასრულეთ. ძირითადად საუბარი იყო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის. პრობლემები ძირითადად ინფრასტრუქტურის კუთხით იყო და ეს ყველამ იცის. ისინი აუცილებლად გამოსწორდება. მომავალ წელს ბევრი კარგი საქმის გაკეთებას ვგეგმავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეს იქნება კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მიმდინარეობს სოფელ ველისციხის გენგეგმაზე მუშაობა. აქედან გამომდინარე, 2019 წლისთვის, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტები, რომელიც გურჯაანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

კანონმდებლობის თანახმად მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია მოსახლეობას შესრულებული სამუშაოების ანგარიში ჩააბაროს. დღეს გამართულ შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.




| Print |
FaceBook Twitter Google