საზოგადოება
გურჯაანის საკრებულომ ბიუჯეტის ცხრა თვის ანგარიში განიხილა
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიში განიხილეს.


საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის ნატო გონგაძის განმარტებით, შედეგები დადებითია.

„შემოსავლების ნაწილის 98,7%-არის შესრულებული, რომელიც ძირითადად მოიცავს საგადასახადო შემოსავლებს, გრანტებს, სხვა შემოსავლებს და არაფინანსური აქტივების კლებას. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს 94,7% -ია, შესაბამისად აქაც კარგი პროცენტული მაჩვენებელი გვაქვს.“

ბიუჯეტის განხილვის საკითხს კენჭი უყარეს და დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.



| Print |
FaceBook Twitter Google