საზოგადოება
სოციალურად დაუცველ პირს, მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარება არ შეუწყდება
სოციალურად დაუცველ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში გარკვეული სახის დახმარება მაინც შეუნარჩუნდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  თუ ადამიანი იღებდა სოციალურ დახმარებას, დაიწყებდა მუშაობას და გაუჩნდებოდა შემოსავალი, ამას პროგრამა ავტომატურად აფიქსირებდა, რაც სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი ხდებოდა. მისივე ქმით, უმოკლეს ვადაში შემუშავდება დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ფულადი სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში კი არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება მონეტარული სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნებდა არა მონეტარული პრივილეგიები, რაც აქვთ სოციალურად დაუცველებს. ეს არის სტიმული, რათა ხელი შევუწყოთ სოციალურად დაუცველებს, რათა ღირსეული შემოსავალი მიიღონ“, – განაცხადა მინისტრმა.ცნობისთვის,

შეგახესენებთ, რომ აქამდე სპეციალური პროგრამის საშუალებით, სოციალური დახმარება უწყდებოდა ყველა პირს, ვინც მუშაობას დაიწყებდა.






| Print |
FaceBook Twitter Google