საზოგადოება
თელავში "ლეგიონის" ბინების საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ
თელავში, ეგრეთ წოდებული ლეგიონის ბინების საკითხს, რომელიც ამჟამად ეკონომიკის სამინსიტროს ბალანსზეა, მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.  ამის შემდეგ კი შესაძლოა, იქ მცხოვრებ პირებს ქონება უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დაუკანონდეთ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს.

"გიდასტურებთ იმას, რომ მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ ხელუსფლებას შორის ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. მუნციპალიტეტი აქტიურად არის ჩართული, თუმცა საცხოვრებელი ფართების გაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მთავრობამ უნდა მიიღოს. ამის შემდეგ კი მუნიციპალიტეტი მზადაა თავისი კონპეტენეციის ფარგლებში იმოქმედოს. "- აღნიშნა ნარეკლშვილმა.

ცნობისთვის, აღ­ნიშ­ნულ და­სახ­ლე­ბა­ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ბინების ოფიციალურად დარეგისტრირებას წლებია ვერ ახერხებს. თავდაპირვეად საცხოვრებლები თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე იყო, შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.


| Print |
FaceBook Twitter Google