საზოგადოება
გურჯაანში ახალგაზრდული საბჭოს სამი წევრის პროექტი დაფინანსდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველომ “ გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს სამი ინიციატივა დააფინანსა.

როგორც ჩვენთან საუბარში საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ბაწელაშვილმა აღნიშნა, კონკურსი სექტემბერში გამოცხადდა.
„ჩვენი თანაგუნდელების იდეები, კახეთის, თბილისისა და ქვემო ქართლის მასშტაბით დაფინანსებულ 28 იდეას შორის მოხვდა.
პირველია მწვანე ყუთები. პროექტი მიზნად ისახავს მაკულატურის შეგროვებას. თავდაპირველად, საჯარო სკოლებში განთავსდება მწვანე ყუთები, სადაც შეგროვებული მაკულატურა ახალ წიგნებზე გადაიცვლება, წიგნები კი იმავე სკოლის ბიბლიოთეკას დაუბრუნდება. მეორე იდეაა ახალგაზრდული ოთახი. კულტურის ცენტრში ოთახის რეკონსტრუქციის შემდეგ, ახალგაზრდული სივრცე ინგლისური ენის ყოველკვირეულ კლუბს, დისკუსიებს, კინოჩვენებებსა თუ დებატებს უმასპინძლებს. რაც შეეხება მესამე ინიციატივას, ის სანაპიროს ქუჩაზე მდებარე სტადიონის რეკონსტრუქციას გულისხმობს, რომელიც ახალი საკალათბურთო ფარებითა და საფრენბურთო ბადით აღიჭურვება. გენდერული სტერეოტიპების დაძლევის მიზნით კი სტადიონი გოგონათა მატჩებს უმასპინძლებს.“

მისივე თქმით, სამივე პროექტის დახლოებითი ღირებულება სამიათასი ლარია.





| Print |
FaceBook Twitter Google