გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-8 ნოემბერს დასავლეთ
საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო
ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +18, +23 გრადუსის ფარგლებში
იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 7 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია
შესაძლებელი, ხოლო 5, 6 და 8 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი
იქნება.
თბილისში 5, 6 და 8 ნოემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 7 ნოემბერს მცირე
წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა ღამის საათებში +4,
+6, ხოლო დღის საათებში +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები