საზოგადოება
მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა პატიმრობით დაისჯება
სატრანსპორტო საშუალების, მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართვა აპრილიდან ჯარიმით, ან თავისუფლების ერთი წლის აღკვეთით დაისჯება.

„ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები უკრძალავს პირს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მარიხუანის მოხმარებას, უკრძალავს მის მოხმარებას არასრულწლოვნებს, 21 წლამდე ასაკს მიუღწეველ პირებს, კრძალავს არასრულწლოვნების თანდასწრებით მარიხუანას მოხმარებას, უზღუდავს მთელ რიგ სამოქალაქო უფლებებს მომხმარებლებს, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს სატრანსპორტო საშუალების მარიხუანას და სხვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართვისთვის. თუ ჩაიდენს პირი ისეთ ქმედებას, რომელიც კანონით ისჯება, შესაბამისად მას დაეკისრება სისხლისამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციები ხუთ ნოემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს.

| Print |
FaceBook Twitter Google