საზოგადოება
ხვალ ყვარელში ილიაობა "2018" გაიმართება
რვა ნოემბერს ყვარელში "ილიაობა 2018" გაიმართება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით  10:00- 14:00 ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში შემდეგი ღონისძიებები ჩატარდება:


საზეიმო პარაკლისი
სამხატვრო აკადემიისა და მუზეუმის ერთობლივი გამოფენა
,,ილია ქართულ კინოსა და თეატრში"
წარმოდგენა ილიას პერსონაჟების მონაწილეობით
ხატვის კონკურსი ,,მე ვხატავ ილიას"
რეგიონის წარმატებული ბავშვების დაჯილდოება
ილია ჭავჭავაძის სახელზე დაწურული ღვინის დეგუსტაცია - ქვევრის გახსნა

12:00 საათზე გაიხსნება საფესტივალო ქალაქი ილიას ტბაზე, სადა მოეწყობა:
სამეწარმეო მარკეტი
ადგილობრივი თემების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ფაცხებში
შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში
ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლის წარმოდგენა
საბავშვო-გასართობი კუთხე
ტრადიციული რეწვის მასტეკლასები
14:00 - ფოლკლორული კონცერტი

17:00 - ღონისძიებას გალა კონცერტი დაასრულებს: ნინო ქათამაძის & INშIGHთ, ლიზა ბაგრატიონის, ნატო მეტონიძისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსების შესრულებით.


| Print |
FaceBook Twitter Google