საზოგადოება
გადაჭარბებულ ხმაურს თვითმმართველობები აკონტროლებენ, გამზომი მოწყობილობები კი არ აქვთ
საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, პირველი ივლისიდან აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობები აკონტროლებენ.
თუმცა speqtri.ge-მ გაარკვია, რომ ამ დროისთვის გამზომი მოწყობილობა კახეთის რეგიონში მხოლოდ თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ. დანარჩენ ადგილობრივ თვითმმართველობებში კი განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ექნებათ.

როგორც აღმოჩნდა, არც ერთი მუნიციპალიტეტისთვის ხმაურის გადამეტების ფაქტზე ოფიციალურად არავის მიუმართავს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1 ივლისამდე, დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ახდენდა. მიღებული ცვლილებების თანახმად, აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა მოახდინონ და დამრღვევებს შესაბამის ი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრონ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ხმაური /