საზოგადოება
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები აქციებს 11 ნოემბრიდან დაიწყებენ
11 ნოემბრიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქციებს დაიწყებენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე აქციები ყველა დიდ ქალაქში გაიმართება, არჩევნების წინა დღეს კი თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათზე მასშტაბური მსვლელობა მოეწყობა. მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზატორების ინფორმაციით, პირველი შეხვედრა 11 ნოემბერს თელავში ჩატარდება. შემდეგ ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და ა.შ.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აქცია / ოცნება /