საზოგადოება
გურჯაანის საბავშვო ბაგა-ბაღებს აუდიტის სამსახური ამოწმებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების, დასაქმებული პერსონალის შრომის დისციპლინისა და კვების ორგანიზაციული წესების შესწავლა მიმდინარეობს.


შემოწმების შედეგად, გამოიკვეთა: ბავშვთა კვების მოუწესრიგებლობის, საკვები პროდუქტების შენახვისა და მომზადების პირობების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების ზომებისა და შრომის დისციპლინური ნორმების დაუცველობა.  საბავშვო ბაღების მენეჯერებს მიეცათ გაფრთხილება და შესაბამისი მითითება ხარვეზის უმოკლეს ვადაში აღმოსაფხვრელად, ხოლო სოფ. ვეჯინის საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერი, თამარ სიბაშვილი, რომელსაც ამა წლის აპრილის თვეში საყვედური ჰქონდა გამოცხადებული სამსახურეობრივი მოვალეობების გულგრილი და არაჯეროვანი შესრულების გამო, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან, ა (ა) ი პ “გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება”-ს ხელმძღვანელის მიერ.

შემოწმება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37 საბავშვო ბაგა-ბაღში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, 2018 წლის სამოქმედო გეგმის საფუძველზე მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google