გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-15 ნოემბერს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა 12-13 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში
+14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის
ფარგლებში იქნება. 14-15 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში
მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა 12-13
ნოემბერს +12, +13, ხოლო 14-15 ნოემბერს +7, +9 გრადუსის ფარგლებში
დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები